მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილმა $2 მლრდ ანდო დასავლეთს და ეს თანხა გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
13.05.24 21:13
2743

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ყოველგვარი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ივანიშვილის სანქცირება განიხილება არის არასერიოზული. ამასთან, კობახიძემ კვლავ განაცხადა, რომ ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება. ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი "დასავლეთს ანდო", თუმცა ეს თანხა "გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა."

'სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ფაქტობრივად ისედაც აქვს სანქციები დაწესებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ეს სანქციები დე ფაქტო ისედაც მოქმედებს. აღნიშნულ ვითარებაში არასერიოზულია საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხვალ პარლამენტის უმრავლესობა რუსულ კანონს აუცილებლად დაამტკიცებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები