საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი დააფიქსირა. ის მთაწმინდაზე, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა. ანალოგიურად მოიქცა ის არჩევნების პირველი ტურის დროსაც.
ინფორმაციისთვის: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.




























