მისივე თქმით, ონკოლოგიური პაციენტები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი გახლავთ, მათ კოვიდი ყველაზე მეტად აზიანებთ და ლეტალურ შედეგამდე მიჰყავს, ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების დროს ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
„ქიმიოთერაპიის მიმდინარეობის დროს ვაქცინაციისას რაიმე გვერდითი მოვლენა კი არ ყალიბდება, არამედ პაციენტს ისეთი ეფექტური იმუნიტეტი არ აქვს, ამიტომ ვაქცინაცია და კოვიდ წესების დაცვა აუცილებელი პირობაა“.- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.




























