მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Big Oil-ი კალიფორნიაში ნავთობის მოპოვებას წყვეტს - მიზეზები

exxon

კალიფორნიის შტატში Big Oil-ის ეპოქა სრულდება - ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დასახლებული შტატი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად წიაღისეული საწვავს ემიჯნება - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

Big Oil-ი კავშირია, რომელიც თავის თავში მსოფლიოში ნავთობის მომპოვებელ 6-7 უმსხვილეს კომპანიასა და ინვესტორს აერთიანებს.

გასულ საუკუნეში კალიფორნიაში ნავთობის მოპოვებამ შტატი ქვეყანაში რიგით მეოთხე უმსხვილეს მწარმოებლად აქცია და ასობით კომპანია, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებლები გააჩინა. კალიფორნიაში ნავთობის მოპოვებამ კი შტატი მაგისტრალების, ბანკების, კინოთეატრების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებამდე მიიყვანა. თუმცა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Big Oil-ის წევრი კომპანიები - Exxon Mobil-ი და Chevron-ი - მას შემდეგ, რაც მეოთხე კვარტალის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, კალიფორნიაში 5 მილიარდ დოლარად შეფასებული აქტივების ჩამოწერის შესახებ განაცხადებენ.

როგორც საადვოკატო ჯგუფ Consumer Watchdog-ის პრეზიდენტი, ჯეიმი კორტი მედიასთან აცხადებს, აღნიშნულმა კომპანიებმა კალიფორნიაში ინვესტიციების განხორციელება დიდი ხანია, შეწყვიტეს. იგი ფაქტს კალიფორნიისა და ნავთობკომპანიების განქორწინებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ უკვე წლებია, ეს პროცესი მიმდინარეობს.

Exxon Mobil-მა კალიფორნიაში ონშორული მოპოვება ჯერ კიდევ გასულ წელს შეწყვიტა, რითაც Shell-თან 25 წლიანი პარტნიორობაც დაასრულა - მათი საერთო აქტივები კი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ, Exxon-ის განცხადებით, კალიფორნიის მარეგულირებელი ორგანო ოფშორული წარმოების განახლებასაც აფერხებს, რის გამოც კომპანია ამ ბაზრიდან გადის.

შეერთებული შტატებში ნავთობის N1 მწარმოებლის ჩამოსაწერი აქტივების ღირებულება $2.5 მილიარდს მიაღწევს, რის შემდეგაც სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების ხუთ ათწლეულიანი ისტორია დასრულდება.

რაც შეეხება Chevron-ის აქტივებს, კომპანია კალიფორნიაში ასევე $2.5 მილიარდად შეფასებულ ქონებას გაყიდის, თუმცა შტატიდან სრულად არ გამოვა. როგორც Chevron-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, კალიფორნიის ენერგოპოლიტიკა შტატში ინვესტიციების ჩადებას ართულებს. მისი შეფასებით, კომპანია უკვე 100 წელია, ადგილობრივ საბადოებში მუშაობს, თუმცა 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე კალიფორნიაში Chevron-ის მიერ დახარჯული თანხები მკვეთრად მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები