Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი საკუთარი Twitter-ის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WHO) დაფინანსების შეწყვეტა საშისია.
ბილ გეითსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
"მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს. მათი საქმეა, რომ COVID-19-ის გავრცელება შემცირდეს და თუ ეს საქმე შეჩერდება, ვერცერთი სხვა ორგანიზაცია ვერ ჩაანაცვლებს. მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", – წერს ბილ გეითსი.




























