მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Biliki AI: არა რუსულ კანონს, რადგან გვჯერა მომავლის, სადაც ინოვაციები იბადება, რუსეთი კი ამ ინოვაციებს კლავს

ბილიკი

სტარტაპი Biliki AI "რუსულ კანონს" ეწინააღმდეგება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც სტარტაპის გუნდი აცხადებს, მათ სჯერათ მომავლის, სადაც ინოვაციები იბადება, რუსეთი კი ამ ინოვაციებს კლავს.

"ჩვენი თავგადასავალი მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგია - ეს ეხება ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, პრინციპებს, რითაც ვმხელმძღვანელობთ და საზოგადოება, რომლის ნაწილიც ვართ და ვამაყობთ.

ჩვენ მტკიცედ ვაფიქსირებთ პოზიციას - არა რუსულ კანონს! რადგან გვჯერა მომავლის, სადაც ინოვაციები იბადება, ხოლო რუსეთი ამ ინოვაციებს კლავს, სადაც თავისუფლებაა და სადაც თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია.

ჩვენ, დამფუძნებლები, თითოეული გუნდის წევრი ევროპული ღირებულებით ვაშენებთ სტარტაპს, ევროპული დახმარებით და ეს ის ღირებულებებია, რომლებიც წინ წაგვიყვანს, რაც უსაზღვროს ხდის ჩვენს გზას თავისუფლებისკენ", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები