მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE-მა დოლარში საბანკო გადარიცხვები შეწყვიტა

63e1f02a636f2
გიორგი თოლორდავა
07.02.23 10:41
5711
მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ამერიკულ დოლარში დენომინირებული საბანკო ტრანზაქციების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, შეზღუდვა შეეხება პირდაპირ საბანკო ტრანზაქციების, რომლებიც SWIFT-ის სისტემის მეშვეობით ხორციელდებოდა. Binance-ის ცნობით, აღნიშნული ფუნქციით კრიპტობირჟის მომხმარებლების მხოლოდ 0.01% სარგებლობს, კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა კი ციფრულ საგადახდო სისტემებს, კერძოდ, Visa-ს, Mastercard-სა და Amex-ს იყენებს.

მართალია, კომპანიას გადაწყვეტილების მიღების ზუსტი მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა, სავარაუდოდ, ის Binance-ის პარტნიორი ბანკის, Signature Bank-ის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, რომელიც 100,000 დოლარზე დაბალი მოცულობის ტრანზაქციების გატარებას SWIFT-ის სისტემის გამოყენებით ზღუდავს.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მომხმარებლებმა Binance-ის პლატფორმიდან თითქმის 200 მილიონი დოლარი გაიტანეს, თუმცა აღნიშნული თანხა $42-მილიარდიანი პორტფელის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია, ბირჟა კი ისევ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები