მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE-მა გაკოტრებული VOYAGER-ის ყიდვაზე უარი თქვა

6448f5e47bfb5
გიორგი თოლორდავა
26.04.23 13:55
749
მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა გაკოტრებული პლატფორმის, Voyager Digital-ის 1.3 მილიარდ დოლარად შესყიდვაზე უარი თქვა.

Binance-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ვითარება შეუძლებელს ხდის მსგავსი მასშტაბის გარიგების მიღწევას, რადგან ბაზრების მარეგულირებელი ორგანოები ამ საკითხს ისე განიხილავენ, როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევას, რის გამოც კომპანია უარს აცხადებს გარიგების დასრულებაზე.

თავდაპირველი შეთანხმების პირობების თანახმად, 1.3 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ Binanace-ს Voyager Digital-ის აქტივები და პორტფელი უნდა გამოესყიდა, რითაც კრიპტობირჟა მილიონამდე უნიკალური მომხმარებლის მოზიდვას შეძლებდა.

ჩაშლილი კონტრაქტის ფონზე, Voyager-ის წარმომადგენლობა სხვა პოტენციური კლიენტის მოზიდვის ან პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებისთვის აქტივების უკან დაბრუნების პერსპექტივას განიხილავს, თუმცა ამისათვის ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს.

ცნობისთვის, Voyager Digital-ი ერთგვარი კრიპტობანკი იყო, რომელიც მილიონობით მომხმარებელს ემსახურებოდა, თუმცა გასულ წელს ის უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი გაკოტრება Three Arrows Capital-ის კოლაფსს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ჰეჯ-ფონდზე გაცემული 670-მილიონიანი სესხი სწორედ Voyager-ს ეკუთვნოდა, Three Arrows Capital-ის დეფოლტმა კი საბოლოო ჯამში Voyager-იც გაკოტრებამდე მიიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები