მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

BINANCE-ის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო

კრიპტობირჟა Binance-ის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, კრიპტობირჟას ბრალად ედება ფულის გათეთრება და არალეგალური ტრანზაქციებს განხორციელება, რის გამოც ის კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

გარდა საქმის აღძვრისა, ეროვნული ინსპექციისა და პროკურატურის წარმომადგენლებმა Binance-ის ოფისშიც ჩაატარეს მონიტორინგიც. ამოიღეს თუ არა სამართალდამცავებმა გარკვეული სამხილები, ამ ეტაპზე უცნობია.

კომპანიის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, Binance-ში ინსპექციის ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს საფინანსო ორგანიზაციის მონიტორინგის ნაწილია.

რაც შეეხება ბრალდებებს, ჟაოს თქმით, კომპანია სრულად იცავს საერთაშორისო რეგულაციებს და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები