მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BINANCE-მა ნიდერლანდების ბაზარი დატოვა

6492b4c86f550
გიორგი თოლორდავა
21.06.23 13:10
720
მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ნიდერლანდების ბაზარი საბოლოოდ დატოვა. კრიპტობირჟა ქვეყნის მასშტაბით სრულად შეწყვეტს ოპერირებას და სერვისების მიწოდებას.

ნიდერლანდების დატოვების მიზეზი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციაა, რომელიც ევროპულთან შედარებით უფრო მკაცრია. წელს Binance-მა ვერ შეძლო ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერად რეგისტრირება, რის გამოც კრიპტობირჟას საქმიანობა აეკრძალა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო აცხადებს, VASP-ის ლიცენზია Binance-ს 100-ზე მეტ სახელმწიფოში აქვს მიღებული და კრიპტობირჟა სრულად იცავს ყველა საერთაშორისო რეგულაციას, თუმცა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი არჩევანის გაკეთების პროცესში მიკერძოებულია და Binance-ის მსგავსი მსხვილი ბირჟების მიმართ ის განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნიდერლანდების მარეგულირებელმა ორგანომ Binance-ის 3.3 მილიონი ევროთი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში, კრიპტობირჟის სანქცირების მიზეზად ულიცენზიოდ ოპერირება დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები