The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო დანაშაულს ოფიციალურად აღიარებს და კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს.
ჟაოს ბრალად ედება აშშ-ის ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევა და ფინანსური დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მან უნდა გადაიხადოს 4.3 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმა.
როგორც WSJ იუწყება, ჯარიმის გადახდის შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და Binance-ს შორის მორიგება შედგება, ჟაო თავისუფლებას შეინარჩუნებს და Binance ამერიკის ბაზარზე ფუნქციონირებას გააგრძელებს.
BMG კომპანია Binance-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.