მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE-მა რუსებს დოლარის და ევროს ყიდვა-გაყიდვა აუკრძალა

640aecfa43201
გიორგი თოლორდავა
10.03.23 18:17
1055
მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს P2P პლატფორმის მეშვეობით ევროსა და ამერიკული დოლარის ყიდვა-გაყიდვა, გადაცვლა აუკრძალა.

Binance-ის P2P, ანუ პირდაპირი გადახდის პლატფორმა მომხმარებლებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ სასურველი უცხოური ვალუტა პირდაპირ ერთმანეთისთვის გადაეგზავნათ, ცხადია, SWIFT-ისა და საერთაშორისო საბანკო სისტემების გვერდის ავლით.

წამყვანი კრიპტობირჟის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტია, რომლითაც სანქციების რეჟიმი P2P გადახდის მეთოდებზეც გავრცელდა, Binance-ს კი სანქციებზე დამორჩილება უწევს.

მართალია, რუსები ისევ შეძლებენ რუბლში კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, თუმცა მათ არ შეეძლებათ აქტივების ევროსა და დოლარში განაღდება, ან დასავლურ ვალუტებში ტრანზაქციების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები