დეველოპერული კომპანია Homer-ის პირველი პროექტი Homer Alpha, რომელიც ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ, ბობ უოლშის #36-ში მდებარეობს, საქართველოში პირველი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი ექნება.
პროექტში ბინების გაყიდვები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და, როგორც კომპანიის გენერალური და კომერციული დირექტორები BMGTV-ის ეთერში აღნიშნავენ, მომავალი მობინადრეებისთვის მოქმედებს როგორც მუდმივი, ასევე საახალწლო აქციები.
Homer-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ მეძმარიაშვილის თქმით, მუდმივი შეთავაზება, რომელიც უკვე გაყიდულ ბინებზეც გავრცელდება, ბინის დაზღვევაა.
"გარდა იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია "ირაო" არის ჩვენი პროექტის სამშენებლო ნაწილის, ასევე ჩვენი ოფისისა და, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დამზღვევი - მათთან პარტნიორობით, პირველად ხდება საქართველოში, Homer Alpha-ს ყველა ბინა, უკვე გაყიდულიც და მომავალში რაც გაიყიდება, იქნება დაზღვეული.
რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ როდესაც გადმოგცემთ გასაღებს, იმ დღიდან 12 თვის განმავლობაში, Homer-ისგან საჩუქრად მიიღებთ დაზღვევას, რაც გულისხმობს, რომ გასაღების გადაცემიდან, უკვე როდესაც დაიწყებთ რემონტს, 12 თვის განმავლობაში რაიმე შემთხვევა რომ მოხდეს, დაზღვეული იქნება "ირაოს" მიერ", - განმარტავს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
წინასაახალწლო აქციებზე კი "საქმიანი დილას" ეთერში Homer-ის კომერციული დირექტორი, სალომე ლაზიშვილი საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ოთხი შეთავაზება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
"იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ჩვენ ვქმნით პროექტს, სადაც ყველა დეტალზე წინასწარ არის ნაფიქრი, გამოხმაურება საკმაოდ მაღალია და იმაზე მეტი შედეგი დავდეთ, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც გვინდოდა, რომ ეს ახალი წელი ჯადოსნური ყოფილიყო ყველასთვის და ამიტომ ოთხი სხვადასხვა ტიპის შეთავაზება მოვიფიქრეთ, რომ ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი Homer-ში ცხოვრების შესაძლებლობა. ეს აქციები გაგრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით.
პირველ რიგში, მომხმარებელს შეუძლია, მხოლოდ 1 000 დოლარად შეიძინოს სახლი. ეს ნიშნავს იმას, რომ თანამონაწილეობის სახით მხოლოდ 1 000 დოლარს იხდის მომხმარებელი, საჩუქრად იღებს ფასდაკლების სახით 15, 20 ან 25 ათას ლარს და შემდეგ უკვე გადახდას აგრძელებს მომავალი წლიდან.
გარდა ამისა, ერთიანი გადახდით ვინც არის დაინტერესებული და ვისაც რაღაც თანხა აქვს მობილიზებული, მათთვის დამატებით შევქმენით გამარტივებული შესყიდვის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას შეეძლება, რომ დარჩენილი ღირებულება ორ ნაწილად გაყოს - ანუ გადაიხდის თავიდან 50%-ს მხოლოდ და მშენებლობის დასრულებისას შეუძლია რომ მეორე 50% გადაიხადოს. რაც მთავარია, ეს ჩაითვლება ერთიან გადახდად და მიიღებს სრულყოფილად ფასდაკლებას, რაც ერთიანი გადახდის შემთხვევაში შეიძლება რომ მიეღო.
გარდა ამისა, ვიფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც ემიგრანტები არიან ან არ აქვთ თანამონაწილეობის სახით თანხა დაგროვილი და შევქმენით პროდუქტი, რომლითაც შეუძლიათ, თვეში მხოლოდ 490 დოლარად შეიძინონ უძრავი ქონება და გახდნენ Homer-ის მცხოვრებლები. ასევე, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან, სესხით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები და თიბისი უკვე მათ სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს", - განაცხადა სალომე ლაზიშვილმა.
Homer Alpha 24,500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და საცხოვრებელ სივრცესთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას მოიცავს, სადაც 7,300 კვ.მ. გამწვანებას დაეთმობა. პროექტის მობინადრეებს ტერიტორიაზე დახვდებათ სპორტული მოედანი, სავარჯიშო ზონა, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, ხოლო შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური ადგილია გამოყოფილი. ასევე პროექტში გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომი, შიდა და გარე პერიმეტრზე კი ჭკვიანი სახლის სისტემების დამონტაჟება.




























