მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BioNTech-თან ერთად კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის შესაქმნელად, Bristol Myers $11.1 მილიარდს გადაიხდის

ფარმაკოლოგია

Bristol Myers Squibb თანახმაა, გადაიხადოს $11.1 მილიარდამდე, რათა დაპარტნიორდეს გერმანულ BioNTech-თან და მომავალი თაობის კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპია შექმნას, რითაც კონკურენციას მთავარი კონკურენტის, Merck&Co-ს პრეპარატ Keytruda-ს გაუწევს.

შეთანხმება, რომელიც უპირობო $3.5 მილიარდიან ტრანზაქციას მოიცავს, ემყარება BioNTech-ის ამბიციას, შეინარჩუნოს მაღალხარჯიანი და გრძელვადიანი ფოკუსი კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ საშუალებებზე და დაამტკიცოს, რომ Pfizer-თან მისი პარტნიორობა COVID-19-ის ვაქცინების შესაქმელბად ერთჯერადი მიღწევა არ ყოფილა.

ამასთან, გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფრამაკოლოგიური სექტორის ტენდენციას, ონკოლოგიაში შეიქმნას მოქმედების ორმაგი მექანიზმი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას - რასაც Merck & Co-ს Keytruda ემსახურება - და სიმსივნური წარმონაქმნისთვის სისხლის მიწოდებას წყვეტს.

ორივე კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული Bristol Myers თანამონაწილე იქნება როგორც BioNTech-ის ახალი პრეპარატის, BNT327-ის შექმნის, ასევე მისი კომერციალიზაციის, რაც გერმანული კომპანიის CEO-ს განცხადებით, დააჩქარებს იმუნოთერაპიის წარმოებას და კომპანიას სრული პოტენციალის ათვისებაში დაეხმარება.

კომპანიები ასევე აღნიშნავენ, რომ, სხვა უპირატესობებთან ერთად, Bristol Myers გერმანულ კომპანიას კლინიკური დეველოპმენტის გლობალურ ქსელს და საწარმოო პარტნიორობას სთავაზობს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ ბირჟაზე BioNTech-ის აქციები 16.7%-ით გაძვირდა და 6-კვირიან რეკორდს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები