მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოქიმფარმი" ხორცის წარმოებისას ანტიბიოტიკებს ფაგებით ანაცვლებს

5ecbfbe5eb42d
ნინი ლონგურაშვილი
25.05.20 22:32
1487
“ბიოქიმფარმი” ანტიბიოტიკებს ფაგებით ანაცვლებს. PowerPhage – ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც ხორცის წარმოების ინდუსტრიაში (მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში), ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით ფაგებით მოხდება. ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ბიოქიმფარმის” გენერალურმა მენეჯერმა რატი დოლიჯაშვილმა ისაუბრა.

“ეს პროდუქტი, კონკრეტულად PowerPhage-ი და ეს მიმართულება, ანუ მეცხოველეობა არის ახალი ჩვენს კომპანიაში. ჩვენ მიზნად დავისახეთ და უკვე წარმატებით ვართმევთ თავს – კერძოდ, ვანაცვლებთ ანტიბიოტიკებს ჯანსაღი ალტერნატივით, რაც არის ფაგებზე დაფუძნებული.. გარდა იმისა, რომ ამით ფერმებში ინფექციებს ვამარცხებთ, ვზრდით წარმოების პროდუქტიულობას. რაც ნიშნავს, რომ იმავე რაოდენობის საკვებით, ვიღებთ უფრო მეტ წონა ხორცს, ეს კი ორმხრივი მოგებაა მწარმოებლისთვის",– აღნიშნა რატო დოლიჯაშვილმა.

კომპანია „ბიოქიმფარმის“ პორტფოლიო არაერთ ცნობილ სამედიცინო პრეპარატს მოიცავს. მათ შორის არის „ფაგიო“, რომელიც აქტიურად გამოიყენება ისეთი ინფექციების დასამარცხებლად, რომელთა მკურნალობაც ანტიბიოტიკებითაა შეუძლებელი. ადგილობრივი ბაზრის გარდა, „ბიოქიმფარმი“ ექსპორტზეც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები