მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ეცემა

64b53ac1ecf29
გიორგი თოლორდავა
17.07.23 17:10
1915
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასი ეცემა - ერთდღიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 0.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად 1,948 დოლარს შეადგენს. ეცემა ვერცხლის ფასიც და მიმდინარე სავაჭრო სესიაზე ვარდნის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

ბირჟაზე მეტალებს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრასთან. მართალია, ივნისის სხდომაზე FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5%-იან ნიშნულზე დატოვა, თუმცა რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ინვესტორებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა.

პაუელის განცხადებით, FED-ის მომდევნო გადაწყვეტილება სრულად იქნება დამოკიდებული ინფლაციურ მონაცემებზე და თუ ფასების ზრდის ტენდენცია არ დაიძლევა, მაშინ მონეტარული პოლიტიკა დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების საბაზო სცენარით არ იყო გათვალისწინებული.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამერიკული დოლარის გამყარებას იწვევს, რაც მეტალების ბირჟაზე ნეგატიურად აისახება. ზოგადად ოქროს, ვერცხლსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები