მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟის გადავადება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ცუდად იქნება აღქმული - „გროს ენერჯი ჯგუფი"

649d9bdd2fc51
მარიამ ვარადაშვილი
29.06.23 20:40
488
„გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გახსნის კიდევ ერთხელ გადავადება უცხოელ ინვესტორებზე ნეგატიურად აისახება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უკვე მეექვსედ, ამჯერად ერთი წლით გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დასახელდა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს. 

“ეს კარგი ფაქტი არ არის, რადგან ბაზრის გახსნაზე იყო მოლოდინი. ეს გადავადებები ინვესტორებზე აისახება, რადგან არასტაბილურ სიტუაციას ქმნის, ხოლო ინვესტორისთვის სტაბილურობის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, თუ ბაზარი ერთ წელში გაიხსნება სექტორზე დიდი გავლენა არ ექნება, ვინაიდან ის პროექტები, რომლებიც აუქციონის შედეგად შეირჩა მათი აშენება ერთ წელში ვერ მოხდება და ვერც ექსპლუატაციაში შევა.

შესაბამისად, ერთი წელი ის დრო არ არის, რომ ამას ბაზარზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს. საერთაშორისო ინვესტორებზე ცოტა ცუდად აღიქმება, ვინაიდან მოლოდინი ასეთია რომ ხელშეკრულება მიბმული უნდა იყოს სრულად ბაზრის გახსნაზე. თუ გადავადებაზე კარგად არ აიხსნება მიზეზები შემდგომ აუქციონში მათ შესაძლოა თავი შეიკავონ მონაწილეობის მიღებისგან. ეს კი კონკურენციასა და ინტერესს შეამცირებს",-ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები