2023 წლის განმავლობაში მსოფლიოში წარმოებული ატომური ელექტროენერგიის მოცულობა 2,685 ტერავატ საათს შეადგენდა, რაც გლობალური ელექტროგენერაციის 9.11% იყო. აღნიშნული ელექტროენერგია მსოფლიოს გარშემო არსებულმა 439-მა ბირთვულმა რეაქტორმა გამოიმუშავა, საიდანაც ყველაზე მეტი 94 რეაქტორი აშშ-ში მდებარეობს. შესაბამისად, გენერაციის მიხედვით, #1 ადგილზე აშშ-ია, სადაც 2023 წელს ატომურმა ელექტროსადგურებმა 775 ტერავატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. 56 ბირთვული რეაქტორით მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც გამომუშავებამ 434 ტერავატი შეადგინა. ასევე 56 რეაქტორით მესამე პოზიციას საფრანგეთი იკავებს, სადაც ატომურმა ელექტროსადგურებმა გასულ წელს 335 ტერავატი გამოიმუშავეს. მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურები მხოლოდ 32 ქვეყანაში მოქმედებს, ხოლო 2023 წელს გერმანიაში უკანასკნელი სადგურის დახურვა მოხდა. 32 ქვეყნიდან ყველაზე მცირე სიმძლავრის ატომურ ელექტროენერგიას სომხეთი გამოიმუშავებს.
მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ატომური ენერგია ელექტროენრგიის გენერაციის ნახევარზე მეტს შეადგენს, ესენია საფრანგეთი 65%; სლოვაკეთი 62% და უკრაინა 51%.
ატომური ენერგიის სტატისტიკა მსოფლიოს გარშემო 2023 წელს
ქვეყანა | გამომუშავებული ტერავატ საათი 2023 წელს | წილი გენერაციაში |
შეერთებული შტატები | 775.4 | 18% |
ჩინეთი | 434.7 | 5% |
საფრანგეთი | 335.7 | 65% |
რუსეთი | 217.5 | 18% |
სამხრეთ კორეა | 180.5 | 29% |
კანადა | 88.9 | 14% |
იაპონია | 77.4 | 8% |
ესპანეთი | 56.8 | 21% |
უკრაინა | 52.4 | 51% |
შვედეთი | 48.4 | 29% |
ინდოეთი | 48.2 | 2% |
გაერთიანებული სამეფო | 41.3 | 14% |
ფინეთი | 33.9 | 42% |
ბელგია | 33.4 | 41% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 32.3 | 20% |
ჩეხეთი | 30.4 | 40% |
შვეიცარია | 24.2 | 34% |
პაკისტანი | 22.4 | 14% |
ტაივანი | 19.8 | 7% |
სლოვაკეთი | 18.3 | 62% |
ბულგარეთი | 16.2 | 40% |
უნგრეთი | 15.9 | 44% |
ბრაზილია | 14.5 | 2% |
მექსიკა | 12.3 | 3% |
ბელორუსია | 11.7 | 28% |
რუმინეთი | 11.2 | 20% |
არგენტინა | 9.0 | 6% |
გერმანია | 8.8 | 2% |
სამხრეთ აფრიკა | 8.2 | 4% |
ირანი | 6.6 | 2% |
სლოვენია | 5.6 | 37% |
ნიდერლანდები | 4.0 | 3% |
სომხეთი | 2.6 | 30% |