საერთაშორისო ბირჟაზე ბიტკოინის ფასი იზრდება და ერთი მონეტის ღირებულებამ 103,000 დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეკორდის დამყარებამდე ბიტკოინს 6,000 დოლარი აშორებს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 600 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ეთერიუმს რაც შეეხება, მისი ფასი 3,200 დოლარის ფარგლებშია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $385 მილიარდს შეადგენს.
ბიტკოინის აღმასვლის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი XRP-ის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას უკავშირდება.