მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე გაზის ფასი მკვეთრად შემცირდა – რა მოხდა ?

გაზი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე გაზის ფასი მკვეთრად შემცირდა. ერთკვირიან პერიოდში ევროპული გაზი 14%-ით გაიაფდა. თითქმის ანალოგიური დინამიკა შეინიშნება ბრიტანულ გაზთან მიმართებითაც. გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ევროპაში ბუნებრივი აირი 40%-ით არის გაიაფებული.

ანალოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც გაზი საშუალოდ 15%-ით არის გაიაფებული და იანვრის მკვეთრი აღმასვლა ფაქტობრივად განეიტრალებულია.

ბირჟაზე გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან. სინოპტიკოსების ვარაუდით, თებერვლის მეორე ნახევარი იმაზე გაცილებით თბილი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული.

ასევე, აშშ-ის მასშტაბით ყინვა აღარ ფიქსირდება, რაც ტეხასის შტატს წარმოების სრული სიმძლავრით აღდგენის საშუალებას აძლევს, ამიტომ ამჟამად გაზის მოპოვება იქ წლიურ მაქსიმუმზე იმყოფება. თავად ეს მოცემულობა ფაქტობრივად სრულად აქრობს დეფიციტის გაჩენის მოლოდინს, რაც გაზის ფასს ასტაბილურებს.

ევროპის შემთხვევაშიც ამინდის პროგნოზი გაუმჯობესებულია და თან ირანთან მიმართებით რისკები შედარებით შემცირებულია, რაც ბუნებრივი აირის გაიაფებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები