მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე გაზის ფასი შემცირდა

CO

დასავლეთის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. აშშ-ში გაზის ფასი ერთ კვირაში 17%-ით შემცირდა; ბრიტანეთში კორექციის მაჩვენებელი 11%-ს შეადგენს; ევროკავშირში კი გაზის ღირებულება კვირის განმავლობაში დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული.

ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 27 ევროს ფარგლებში მერყეობს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაზის ფასი ბირჟაზე 60%-ითაა შემცირებული.

ბუნებრივი აირის გაიაფებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას, რომელიც ხარჯების შემცირებას და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვას ითვალისწინებს, ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური მსხვილ საწარმოებთან მიმართებით აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.

კიდევ ერთი ფაქტორი სტრატეგიული რეზერვების შევსებას უკავშირდება, ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 100% შევსებულია, რაც იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ რეგიონში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მიუხედავად ცივი ზამთრისა.