საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი მკვეთრად იზრდება. ერთთვიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 22.5%-ით მოიმატა და 6 დოლარი და 76 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ფასის მკვეთრი ზრდა მსოფლიოს მასშტაბით ხორბლის მოსავლის მდგომარეობის გაუარესებით არის განპირობებული, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მასშტაბით.