მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცემა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე?

ხორბალი

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 0.5%-ით იკლო და 5 დოლარი და 71 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დაღმასვლის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს მოელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს.

ხორბალთან მიმართებით რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო.

ბუნებრივია, ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ ერთწლიან პერიოდში ხორბლის 35%-იან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე.

შეგახსენებთ, რომ ივლისის მიწურულს ბუშელის ფასი 7.60 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მას შემდეგ ტრეიდერების განწყობა ხორბლის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები