მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა

ხორბალი

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 1.5%-ით იკლო და 6 დოლარი და 8 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დაღმასვლის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, გასული წლის სეზონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალი მიიღეს.

ხორბალთან მიმართებით რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო.

ბუნებრივია, ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ ერთწლიან პერიოდში ხორბლის 18%-იან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე.