მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა საქართველოში ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟებზე არსებულისგან განსხვავებული? - ასოციაციის განმარტება

64c25ff4e6753
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.23 16:45
4510
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოსა და მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის განსხვავებული ფასის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებაში იმ მიზეზებს განმარტავენ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასებზე მოქმედებს და საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაძვირების ფაქტორებზე საუბრობენ.

„მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ფერმერებისათვის განმარტებული იქნას როგორც ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი, ასევე საკითხები, რატომ არის საქართველოში სრულიად საპირისპირო ფასები მსოფლიო ბირჟებისაგან განსხვავებით, რადგან სწორედ აღნიშნული ფასებით ყალიბდება, მათ შორის ქართული ხორბლის შესასყიდი ფასები.

1. ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი

დღეს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წისქვილკმბინატების მიერ წარმოებული ფქვილი, ქართული ხორბლის ჩაბარებასთან ერთად ხორციელდება ხორბლის იმპორტი.

2023 წლის ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო (საწისქვილე )ხორბალზე მეტი, რაც ყოველწლიურ საშუალო მაჩვენებელზე მეტია, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღება/ჩაბარება ქვემო და შიდა ქართლში.

მოცემულ პირობებში, დღეს იმპორტირებული მე-3 კლასის სასურსათო ხორბლის ფასია 70 თეთრი/კგ (59 თეთრი დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, რადგან ქართული ხორბალი გათავისუფლებულია დღგ-სგან, 59 თეთრის ფასებზე ფორმირდება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ფასი, რაც განაპირობებს წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილის ფასს - 47-48 ლარი/ტომარა.

ფასზე კრიტიკულ წნეხს ახდენს იმპორტირებული ფქვილის შემოტანის მზარდი დინამიკა, მკვეთრად შემცირებული ფასით - 45 ლარი/ტომარა (შემდგომი კლების ტენდენციით).

2. ჩიკაგოს და პარიზის ბირჟებზე ფასების ზრდის მიზეზები

ხორბლის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა - რუსეთის გამოსვლამ „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმებიდან, უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურის დაზიანებამ, რუსეთის მხარის განცხადებამ, რომ ნებისმიერი გემი შემავალი უკრაინის პორტებში განიხილება როგორც სამხედრო დანიშნულების და განადგურდება, უკრაინის მხარის საპასუხო განცხადებამ, რომ რუსეთის პორტებში შემავალი ნებისმიერი გემი ჩაითვლება სამხედრო ტვირთების გადამტანად და შესაბამისად განადგურდება, სერიოზულად გაზარდა შავი ზღვით ტვირთების, მათ შორის ხორბლის გადაზიდვების რისკები.

ამ რისკებიდან გამომდინარე, შავ ზღვაზე გემების მიმოსვლა უკრაინის და რუსულ საზღვაო აკვატორიაში სერიოზულად შეფერხებულია. უპრეცენდენტოდ გაზრდილია ლოგისტიკის ღირებულება (ტრანსპორტირების ფასი), მათ შორის რუსეთის პორტებიდან, სრულიად გაჩერებულია უკრაინის პორტები, ასევე სერიოზულად გაზრდილია ტვირთის დაზღვევის ფასები. ნაწილი ტვირთები გადართულია რუმინეთის პორტების, აგრეთვე მდინარე დუნაის მიმართულებით და ევროპის სატრანზიტო დერეფანზე, თუმცა გაზრდილი ფასებით სწორედ შავი ზღვის გადაზიდვებში არსებული გაურკვევლობა არის ამერიკის და ევროპის ბირჟებზე ფასების რეკორდული ზრდის მიზეზი.

3. საქართველოში ხორბლის და ფქვილის ფასების კლების მიზეზები

შავი ზღვაზე გაზრდილმა რისკებმა შეზღუდა ზღვით ხორბლის გატანის რაოდენობა, აგრეთვე შარშანდელი წლის რუსეთში დარჩენილი საექსპორტო გაუყიდავმა ხორბალმა, რომელსაც ემეტება ამჟამად მიმდინარე მოსავლის აღების პერიოდი და ახალი საექსპორტო რაოდენობა, რუსული რუბლის გაუფასურებამ - ზეწოლა მოახდინა რუსეთის შიგნით ხორბლის საექსპორტო რაოდენობის მოცულობის ზრდაზე, რადგან აღნიშნული ხორბლის საპროგნოზო რაოდენობა ვერ გადის ზღვით, რაც მთავარი საექსპორტო ლოგისტიკური მიმართულებაა, ჭარბი რაოდენობა აწვება რუსეთის შიდა ბაზარს და ფასების კლებას იწვევს შიდა ბაზარზე და სახმელეთო საექსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით, სადაც შავი ზღვისაგან განსხვავებით რისკები არ არსებობს, შესაბამისად ხორბლის ფასთან ერთად ლოგისტიკური ხარჯებიც დაბალია, რაც უპირველეს ყოვლისა, ფქვილის და ხორბლის იმპორტის ფასების კლების მიმართულებით აისახება უპირველესად საქართველოს მიმართულებით.

იგივე ტენდენციები ვითარდება სხავადასხვა დოზით - კავკასიის სხვა ქვეყნების, ასევე ირანის, შუა და წინა აზიის ქვეყნებში, რომელთა ლოგისტიკა რუსეთიდან ხორბლის სახმელეთო ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული“, - განმარტავენ ასოციაციაში.

გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ასოციაცია პასუხისმგებლობას იღებს სრულად ჩაიბაროს ქართული ხორბლის მოსავალი შესაბამისი ხარისხიდან გამომდინარე შესაბამის ფასად. „მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში და დაინტერესებული ფერმერებისათვის წისქვილკომბინატების საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებენ:

ბევრილი ჯგუფი თბილისი 595180044
ჯეომილი თბილისი 577 96 77 77
გლობალმილინგი თბილისი 598244442
აგროექსპორტი თბილისი 555 758584
ბარაქა თბილისი 579777710
გვრიტა თბილისი 599505652
პროგრესი რუსთავი 599 55 47 32, 574110921
აგროსისტემები მარნეული 577 47 81 81
ჯეო გრეინი მარნეული 599000222
კარმენი 599142499
ქართული მარცვალი გორი 511537553
გვანცა გორი 599321441
წნორის წისქვილი 599 908391
ოქროს თავთავი წნორი
-წნორი ს ელევატორი - 591336370
დედოფლისწყაროს ელევატორი - 595180044
შპს წნორი 597982898
ზესტაფონი 557301030
ბეღელი სენაკი  579777710
ლიდერი ქუთაისი  592960396
ცერერა ზუგდიდი  599 14 80 55
ბევრილი ჯგუფი ფოთი  595180044
გურიაექსპრესი ოზურგეთი  599 55 09 21
ბარაქა 2005 -ბათუმი  577412430.,577178300
იმპერიალი -ბათუმი 577 27 11 11
ნაშ 3 ბათუმი 577426101
ურეხი ბათუმი 599 586 444
სამსუნი ბათუმი 593 63 70 50,555 33 01 04, 790 60 15
ორცვა ბათუმი 599520899



ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები