საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა - ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 4%-ით იკლო და 5 დოლარი და 81 ცენტი შეადგინა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 5.5%-ით არის გაზრდილი.
ბოლო პერიოდში ფასის შემცირების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ მოსავალს და გარკვეულ რეგიონებში ხორბალზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება, რაც ფასის კლებას უწყობს ხელს.




























