საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა - ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 1%-ით იკლო და 5 დოლარი და 38 ცენტი შეადგინა.
ბოლო პერიოდში ხორბლის გაიაფების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ მოსავალს და გარკვეულ რეგიონებში ხორბალზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება, რაც ფასის კლებას უწყობს ხელს.




























