მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება
BM.GE
31.07.23 13:17
21

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ერთკვირიან პერიოდში ნავთობის ფასები საშუალოდ 2.5%-ით გაიზარდა; ერთთვიან პერიოდში კი გაძვირების მაჩვენებელი 15%-ს აღწევს.

ბარელი Brent-ის ფასი 84 დოლარს შეადგენს; WTI-ს ფასი კი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ერთ კვირაში ბარელი Urals-ის ფასი 5%-ითაა გაზრდილი; ერთ თვეში კი მატების მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს.

ნავთობის გარდა, საერთაშორისო ბირჟაზე იზრდება ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროპის მასშტაბით გაზის ფასმა საშუალოდ 8%-ით მოიმატა, მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება კი ამჟამად 28 ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები