მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ თვეში საქონლის ღირებულება 2%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 68 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 65 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობი საშუალოდ 12%-ით არის გაიაფებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში დაახლოებით 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიან პერიოდში Urals-ის ფასი 15%-ითაა შემცირებული.

ნავთობის მსგავსად, დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 7%-ითაა შემცირებული და ამჟამად მგვტ/საათი ენერგიის ღირებულება 32 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი საშუალოდ 17%-ითაა გაიაფებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები