მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა

ირან-ისრაელი

კვირის პირველი სავაჭრო სესია ენერგეტიკულ ბირჟაზე მკვეთრი ზრდით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის დაწყების და ჰორმუზის სრუტის შეფერხების ფონზე, ბირჟაზე ნავთობის ღირებულება საშუალოდ 9%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 80 დოლარს უახლოვდება, ხოლო WTI-ის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია.

ამ ცვლილების ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე, ნავთობი თითქმის 28%-ით არის გაძვირებული.

რაც შეეხება ბუნებრივ აირის, ევროპის მასშტაბით ის ერთ დღეში 30%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 43%-ს აღწევს.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის და გაზის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან, რაც ყურის ქვეყნებთან მიმართებით რისკებს ზრდის და ჰორმუზის სრუტეს აფერხებს, რომელიც, თავის მხრივ, გლობალური მიწოდების თითქმის 30%-ს ატარებს.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუკი სრუტე რამდენიმე კვირით ჩაიკეტება, მაშინ ნავთობის ფასი მარტივად მიაღწევს 100-დოლარიან ნიშნულს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები