მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი დაეცა

სირია

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა და 24-საათიან პერიოდში კორექცია 2.5%-ს აღწევს. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 63 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 59 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 54 დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 19%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება გლობალური საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან და AI-ბუშტით გამოწვეული პოტენციური ფინანსური კრიზისის გაჩენის რისკებთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები