საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, ნავთობი ერთდღიან პერიოდში თითქმის 3%-ით არის გაძვირებული.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 65 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI დაახლოებით 60 დოლარად ივაჭრება, ხოლო რუსული Urals-ის ღირებულება 54 დოლარს შეადგენს.
მიზეზს რაც შეეხება, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს და OPEC-ის პროგნოზით, მომდევნო წლების განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი იქნება, რასაც მწვანე ენერგიის ათვისების დაბალი მაჩვენებელი და წიაღისეული საწვავის მოპოვების დაჩქარება განაპირობებს.
ამასთან, არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟა სპეკულაციური ბუშტის ფაზაშია და თუ მკვეთრი კორექცია მოხდება, მაშინ ეკონომიკური რისკები გაიზრდება, რაც ნავთობის ფასზე პოზიტიურად აისახება.




























