მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ კვირაში საქონლის ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 81 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 76 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 9%-ითაა გაიაფებული.

ერთ თვეში 19%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 64 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირებაა. ენერგეტიკის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები