საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები მცირდება და ერთკვირიან პერიოდში კორექცია 3%-ს აღწევს. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 61 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 57 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 52 დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC+) უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის.
ამასთან, ჩინეთში მოთხოვნა შემცირებულია, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობით არის განპირობებული, ეს კი ნავთობის ფასზე ნეგატიურად აისახება.



























