მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება

ოქრო და ვერცხლი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. დღეს უნცია მეტალის ღირებულებამ 2,351 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ოქროს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.

ოქროს პარალელურად, მკვეთრადაა გაზრდილი ვერცხლის ფასიც და მისი გაძვირების მაჩვენებელი ერთწლიან პერიოდში 34%-ს აჭარბებს.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ძვირფასი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს.

თავად დოლარის სიმყარეზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა: გეოპოლიტიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო შემოდინებები, სავაჭრო ბალანსი და ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება. ამჟამად ოქროს ფასს სწორედ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები