ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ამჯერად ფასი 2%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 4,160 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 58%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 74%-ს შეადგენს.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.
ბოლო პერიოდში მთავარი რისკი საფონდო ბირჟაზე სპეკულაციური ბუშტის გაჩენას უკავშირდება, რაც AI-ინდუსტრიის ბუმით არის განპირობებული და ინვესტორების შეშფოთებას იწვევს.




























