მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი შემცირდა

ოქრო

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს ფასის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. უნცია (28.3 გრამი) ძვირფასი მეტალის ფასი ერთ კვირაში 0.6%-ითაა შემცირებული და ის ამჟამად 2,205 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიანი მინიმუმია.

ოქროს ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის პოზიციასთან, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-ში ძირითადი განაკვეთი 5.5%-იან ნიშნულზეა. თუკი მკაცრი პოლიტიკა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, ეს ინვესტორების თანხის დაბანდებას რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულ აქტივებში უბიძგებს, მაგალითად, სახაზინო ობლიგაციებში.

მოგეხსენებათ, ოქრო პასიური საინვესტიციო აქტივია, ანუ ის არც დივიდენდს და არც პროცენტულ სარგებელს არ გასცემს, შესაბამისად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მოლოდინი ოქროს მიმართ ინტერესს ამცირებს, ეს კი მის ფასზე ნეგატიურად აისახება.