მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე SpaceX-ის დებიუტის ორგანიზატორი Goldman Sachs იქნება

spcx

ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი ილონ მასკის SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების მთავარ ორგანიზატორად მოგვევლინება, რაც ფინანსურ ინსტიტუტს ყველა დროის ყველაზე მასშტაბური IPO-ს მოწყობის საშუალებას მისცემს.

არსებული ინფორმაციით, წამყვანი ბანკების სიაში Morgan Stanley-ც ფიგურირებს. პარალელურად, წინასწარ პროსპექტში მხარდამჭერებად მითითებულები არიან ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც Bank of America, Citigroup და JPMorgan Chase-ია.

როგორც ირკვევა, კოსმოსური გიგანტის აქციებით ვაჭრობის დაწყება საფონდო ბირჟაზე მომავალ თვეშია მოსალოდნელი. სავარაუდო მეგა-IPO-ს ფარგლებში, ტექნოლოგიური გიგანტი $2 ტრილიონის კაპიტალიზაციის დაფიქსირებას შეძლებს, რაც საფონდო ბირჟების ისტორიაში მომხდარი ახალი რეკორდი იქნება.

ცხადია, Nasdaq-ის ბირჟაზე ასეთი მასშტაბური გარიგების ორგანიზებისთვის საინვესტიციო ბანკების აქტიური ჩართულობაა საჭირო და ამ პროცესში Goldman-ის დაწინაურება გასაკვირად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ის ილონ მასკის რჩეული ბანკია, რომელიც პლანეტის უმდიდრეს ადამიანს მრავალი წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები