აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება ინვესტორებმა განსაკუთრებით პოზიტიურად მიიღეს, მაგალითად, აზიურ ბაზარზე იაპონური Nikkei 225 ინდექსი 5%-ით გაიზარდა და მან ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ასევე მკვეთრი ზრდა აქვს კორეულ KOSPI ინდექსს, რომელიც 5.2%-იან ზრდას აფიქსირებს; ხოლო ჩინეთში საშუალო ზრდა 2%-ის ფარგლებშია.
ევროპულ ბაზარზე საშუალოდ 1.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება აშშ-ის საფონდო ბირჟას, სავაჭრო სესიის ოფიციალურად გახსნამდე უკვე ვხედავთ თითქმის 2%-იან ზრდას S&P 500-თან და Nasdaq-თან მიმართებით.
აგრეთვე დადებითი შედეგი აქვს ოქროს, რომელი 3%-ით, 4,342 დოლარამდე გაიზარდა; ხოლო ვერცხლი 4.5%-იან ზრდას აფიქსირებს და ის 71 დოლარად ივაჭრება.
სიახლე პოზიტიურად მიიღეს კრიპტოაქტივების ინვესტორებმაც, კერძოდ, ბიტკოინი 2%-ით, $65,700-მდე გაიზარდა, ხოლო ეთერიუმი 3%-იან მატებას აფიქსირებს და 1,700 დოლარს აღწევს.
ბუნებრივია, ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავაშირებული ცნობები ნეგატიურად აისახა ნავთობის ღირებულებაზე, რომელიც 5%-ით გაუფასურდა და Brent-ის ფასი $83-მდე დაეცა, ხოლო გაზის შემთხვევაში კორექცია 5.5%-ია და მეგავატი-საათი ენერგიის ფასი ამჟამად 44.5 ევროს შეადგენს.




























