მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitwise-მა ბიტკოინის 10-წლიანი სამიზნე ფასი $1.6 მილიონამდე გაზარდა

ბიტკოინი კრიპტო

კრიპტოაქტივების მმართველმა კომპანიამ, Bitwise-მა ბიტკოინის 10-წლიანი სამიზნე ფასი $1.3 მილიონიდან $1.6 მილიონამდე გაზარდა. ახალი პროგნოზი მომდევნო ათწლეულში უმსხვილესი კრიპტოვალუტის 34%-იან წლიურ ზრდას ვარაუდობს.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ამერიკული კომპანიების აქციებისთვის ნავარაუდევ 6.7%-იან, ხოლო კერძო კაპიტალისთვის პროგნოზირებულ 10.8%-იან წლიურ უკუგებას.

Boston Consulting Group-ის მონაცემებით, ინსტიტუციური ინვესტორები ამჟამად $147 ტრილიონის ღირებულების აქტივებს აკონტროლებენ. ხოლო მომდევნო ათწლეულში ბიტკოინში ამ თანხის 1-დან 5%-მდე დაბანდებაა მოსალოდნელი, რაც აქტივის მკვეთრად გაძვირებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება სხვადასხვა სცენარებს, $1.6 მილიონიანი საბაზისო ვერსიის შემთხვევაში, 2036 წლისთვის ბიტკოინი გლობალური ღირებულების შემნახველი აქტივების ბაზრის 25%-სა და ინსტიტუციური საინვესტიციო აქტივების 1%-ს დაიკავებს. პესიმისტური სცენარის მიხედვით, აღნიშნული ბაზრის 2.5%-იანი წილის პირობებში ბიტკოინის ფასი $130,700 იქნება. ამის საპირისპიროდ, ოპტიმისტური მოლოდინი ბაზრის 50%-იანი წილის დაკავებასა და ფასის $3.7 მილიონამდე ზრდას ვარაუდობს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Bitwise-ის საბაზისო პროგნოზი უკიდურესად ოპტიმისტურია და ის საინვესტიციო რჩევად არ უნდა იქნეს განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები