2025 წლისათვის ბიტკოინის რეზერვებს მრავალი ქვეყანა ფლობს. მათი ნაწილი კრიპტოვალუტას საინვესტიციო მიზნებისათვის იყენებს. რაც უფრო საინტერესოა, Bitcoin-ის უმსხვილესი რეზერვების მქონე ქვეყნებმა იგი არა ინვესტიციის, არამედ არაკანონიერი ქმედებების შედეგად ამოღებითა და დაყადაღებით მოიპოვეს.
სიის სათავეში აშშ იმყოფება, რომელიც ამჟამად 198,012 BTC ფლობს. მეორე ადგილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იკავებს - 194,000 BTC-ით.
მათ შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო და უკრაინა, რომელიც 61,245 და 46,351 ბიტკოინს ფლობენ. ამავე სიაში ვხვდებით სალვადორს (7,400 BTC) და ბჰუტანის სამეფოს (11,200 BTC), რომლებმაც იგი სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული მომპოვებელი ოპერაციებით მოიპოვეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ გერმანიის მაგალითიც, რომელმაც თავისი უზარმაზარი BTC-ის რეზერვის სრული ლიკვიდაციაც გადაწყვიტა. საგულისხმოა, რომ Bitcoin-ის მსოფლიო მიმოქცევაში მყოფი ჯამური მიწოდების უდიდესი წილი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების მფლობელობაშია.
ასევე უნდა ვახსენოთ ჩრდილოეთ კორეაც, რომლის მფლობელობაში მყოფი კრიპტოვალუტის ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამისდა მიუხედავად, იგი სიაში აუცილებლად უნდა შევიყვანოთ, რადგან სხვადასხვა წყაროების მიერ დასახელებული რაოდენობის მიხედვით იგი დადასტურებულად იკავებს ადგილს მოწინავე ათეულში. უცნობია მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა - შესაბამისად, მისი ადგილი ათეულში.
სიაში ვხვდებით საქართველოსაც. ქართული მართლმსაჯულების მიერ ჩამორთმეული Bitcoin-ის რაოდენობა 66-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე, Bitcoin-ის ყველაზე დიდი რეზერვების მქონე სახელმწიფოების ათეული ასე გამოიყურება:
- აშშ - 198,012 BTC ($18.1 მილიარდი)
- ჩინეთი - 194,000 BTC ($17.8 მილიარდი)
- გაერთიანებული სამეფო - 61,245 BTC ($5.62 მილიარდი)
- უკრაინა - 46,351 BTC ($4.2 მილიარდი)
- ბჰუტანი - 11,200 BTC ($1 მილიარდი)
- სალვადორი - 7,400 BTC ($686.5 მილიონი)
- ვენესუელა - 240 BTC ($22 მილიონი)
- ფინეთი - 90 BTC ($8.2 მილიონი)
- საქართველო - 66 BTC ($6 მილიონი)
- ჩრდილოეთ კორეა - უცნობია




























