მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury-ის ახალი სერვისი

5d85db3ae4712
ნუცა ბაზლიძე
21.09.19 12:09
3089
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Bitfury საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფასს მომხმარებელს ონლაინ სთავაზობს.

ფინანსისტ ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, Bitfury-მ გადაწყვიტა შესულიყო მცირე და საშუალო (SME) სეგმენტში შედარებით ფართო შეკვეთების კუთხით. შეიქმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირდაპირი შეკვეთით Bitfury-დან კონკრეტული ტექნოლოგიის შეძენა.

„Bitfury-მ გადაწყვიტა თამაშის წესები დაერღვია მსოფლიო ბაზარზე“, - ასე ხსნის უპრეცედენტო შემოთავაზებას ფინანსისტი და კომპანია Bitfury-ს წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი.

მისი განმარტებით, ამ სფეროში დომინანტ ჩინურ კომპანიებზე ფართო საზოგადოებისთვის წვდომა არის საკმაოდ რთული, Bitfury-მ კი შექმნა შესაძლებლობა ონლიან რეჟმში ვებ-გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ მათი გაყიდვების წარმომადგენლებს, შეიძინონ პროდუქცია და კონკრეტულ დროში მიიღონ მოთხოვნილი ტექნოლოგიები და სერვისები.

ურუმაშვილის განმარტებით, ეს არის საშუალება, კონკურენცია გაუწიონ აღნიშნულ უმსხვილეს კომპანიებს, რომლებიც ამ ეტაპზე ფაქტობრივად ბაზრის „მონოპოლიზაციას“ ეწევიან.

Bitfury-ს წარმოებული სერვისი Clarke-ის ბაზაზეა შექმნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები