მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა – რა ვითარებაა კრიპტობირჟაზე?

ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება – დღეს ინდუსტრიის საერთო შეფასება დამატებით 1%-ით შემცირდა და ის ამჟამად $2.3 ტრილიონს შეადგენს.

ბიტკოინის ფასი 67,000 დოლარის ფარგლებშია, ხოლო მისი კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონია. ერთკვირიან პერიოდში ბიტკოინი 1%-ით არის გაუფასურებული.

ასევე ეცემა ეთერიუმის ღირებულება, რომელიც დაახლოებით 1,900 დოლარად ივაჭრება, ხოლო მისი კაპიტალიზაცია $237 მილიარდს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ საპირისპირო – აღმასვლის ტენდენცია შეინიშნება სხვა მსხვილ ალტკოინებთან მიმართებით, მაგალითად: XRP 5%-ით არის გაძვირებული, Solana-ს 1%-იანი ზრდა აქვს, ხოლო Dogecoin-ის ღირებულებამ ერთ კვირაში 10%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები