მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები ეცემა | კრიპტობირჟის მიმოხილვა

6458b07d11142
გიორგი თოლორდავა
08.05.23 12:25
1927
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3.2%-ით შემცირდა და ღირებულებამ 1 ტრილიონ 150 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მკვეთრადაა შემცირებული ბიტკოინის ფასიც, რომელიც ამჟამად 28,000 დოლარს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $542 მილიარდის ფარგლებში მერყეობს. ერთდღიან ჭრილში ბიტკოინი 3.3%-ითაა გაუფასურებული.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს ფასი ამჟამად 1,850 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი $223 მილიარდია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთ დღეში ეთერიუმი 3%-ით გაუფასურდა.

ბირჟაზე დაფიქსირებული დაღმასვლის ტენდენცია ძირითადი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორისაა:

- მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა;

- აშშ-ში მსხვილი ბანკების კოლაფსი და საფინანსო კრიზისის გამწვავების საფრთხე;

- განვითარებად სახელმწიფოებში ინფლაციური წნეხის ზრდა;

- რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების საფრთხე;

- კრიპტოინდუსტრიის მიმართ ახალი რეგულაციების დაწესება, მათ შორის, ევროკავშირის ახალი კანონმდებლობა;

- უმსხვილესი კრიპტობირჟებისა და ბლოკჩეინ კომპანიების მიმართ დაწყებული გამოძიებები და აღძრული საქმეები;

- პოპულარული კრიპტოპროექტებისა და პლატფორმების გაკოტრება;

- ზოგიერთ სახელმწიფოში კრიპტოაქტივების შეძენის, შენახვისა და მაინინგის აკრძალვა.

გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ 24 საათში მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს რამდენიმე საათით ანგარიშებიდან ბიტკოინის გატანის შეზღუდვა მოუწია, რაც სისტემის გადატვირთვით იყო განპირობებულია. ბუნებრივია, ზემოხსენებული სიახლე ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს.