ამერიკულმა ბლოკჩეინ კომპანია Ripple-მა 250 მილიონ დოლარად შვეიცარიაში დაფუძნებული კრიპტოპლატფორმა Metaco შეიძინა.
Metaco ციფრული აქტივების შენახვისა და მენეჯმენტის ინოვაციურ პლატფორმას ფლობს, რომელსაც ისეთი მსხვილი ინსტიტუციური კლიენტები იყენებენ, როგორიცაა: Citi და Societe Generale.
Ripple-ის გენერალური დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუსის განცხადებით, ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან კრიპტო და ციფრულ აქტივებზე მოთხოვნა მაღალია, მოთხოვნის ადეკვატურად დაკმაყოფილება კი ვერ ხერხდება, ამიტომაც Ripple-ი თავად გეგმას ახალი თაობის კასტოდიანური სერვისის შექმნას, რომლითაც კომპანია მსხვილ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს მოემსახურება.
Ripple-ის პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრიპტოპროექტი XRP-ია, რომელიც 24 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით გლობალურ რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.