მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები გაიზარდა

ბიტკოინი კრიპტო

კრიპტოინდუსტრია აღმასვლას განაგრძობს - გასული 24 საათის განმავლობაში ბაზრის საერთო შეფასება 2.5%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ 640 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის ფასმა 70,600 დოლარი შეადგინა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 388 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ერთ კვირაში 6.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეთერიუმის ფასი 3,600 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 427 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 6.5%-ს აჭარბებს.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ბიტკოინის ჰალვინგის მოახლოებაა, ანუ მოვლენის, რომლის შემდეგ ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება. როგორც წესი, ჰალვინგის შემდეგ ბიტკოინის ფასი მკვეთრად იზრდება, მომდევნო ჰალვინგი კი სწორედ აპრილშია დაგეგმილი.

აქვე უნდა აღინიშნოს ის საბაზრო ტენდენცია, რომელიც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. ამჟამად ამერიკული ინდექსები რეკორდულ ნიშნულს უახლოვდებიან, ეს კი სხვა აქტივების ღირებულებაზე, მათ შორის ბიტკოინზეც პოზიტიურად აისახება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კი საინვესტიციო ფონდების მხრიდან ჩანს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადართვას გეგმავს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.