მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი იზრდება

ბიტკოინი კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბიტკოინის ფასი 110,000 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამორჩეული შედეგი აქვს ეთერიუმსაც, რომელიც თითქმის 4%-ით გაძვირდა და ერთი მონეტის ფასი ამჟამად $2,650-ს აღწევს.

საერთო ჯამში, ბაზრის კუმულაციური შეფასება $3 ტრილიონ 500 მილიარდის ფარგლებშია, ანუ ბოლო ორ კვირაში კაპიტალიზაცია თითქმის $0.5 ტრილიონით გაიზარდა.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკული საფონდო ინდექსების აღმასვლასთან, რაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური რისკების შემცირებით და აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის დეესკალაციით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები