მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

ბიტკოინი კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლა ისევ გრძელდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 38,300 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 747 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,060 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $248 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა Binance-ის $4.3 მილიარდით დაჯარიმებასთან და მრავალწლიანი სასამართლო დავის დასრულებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ამ მოვლენით კრიპტოინდუსტრია რეგულირების და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის გზას დაადგა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიის განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერაც უცნობია.