მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლა ისევ გრძელდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1.9%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 450 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 38,600 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 754 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,090 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $251 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა Binance-ის $4.3 მილიარდით დაჯარიმებასთან და მრავალწლიანი სასამართლო დავის დასრულებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ამ მოვლენით კრიპტოინდუსტრია რეგულირების და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის გზას დაადგა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიის განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერაც უცნობია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები