მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები დაეცა

კრიპტო ვარდნა

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 6%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 95,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,200 დოლარს შეადგენს, რაც 13%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $383 მილიარდს შეადგენს.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რომლის საერთო შეფასება თითქმის 3%-ითაა შემცირებული. თავად ამ მოცემულობას კი გაუარესებული მონეტარული მოლოდინები და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები